მანჩესტერ იუნაიტედი, დავიდ დე ხეა, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

დე ხეა: მოუთმენლად ველი ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით მუშაობას

„მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ დავიდ დე ხეამ ერიკ ტენ ჰაგის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდში მის მისვლას მოუთმენლად ელის.

„ძალიან კარგია, რომ კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება და ახლა ჩვენ ყველამ ვიცით ამის შესახებ. ვიცით, რა გააკეთა მან აიაქსისთვის, კინაღამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. გუნდთან ერთად მოიგო თასები და განავითარა მოთამაშეები, ამიტომ მე საკმაოდ აღელვებული ვარ მისი მოსვლით.

ვფიქრობ, მისი გუნდი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული სეზონის ბოლომდე, მაგრამ მოუთმენლად ველით ახალ მწვრთნელთან მუშაობას. ახლა კი არსენალთან მატჩზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ტოპ 4-ისთვის ვიბრძოლოთ.

კარგია, რომ ტენ ჰაგი უკვე უყურებს ჩვენს მატჩებს და ფიქრობს, რა შეიძლება შეიცვალოს ჩვენს თამაშში. მოუთმენლად ველოდები მისი ხელმძღვანელობით მუშაობას“,

- განაცხადა დე ხეამ.

ტენ ჰაგს იუნაიტედში „მგზავრები“ არ დასჭირდება

Sky Sports-ის ცნობით, მწვრთნელი „იუნაიტედის“ ფეხბურთელებს ეტყვის, რომ მას არ სჭირდება „მგზავრები“ – ისინი, ვინც მზად არ არიან სამუშაოდ. მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ მწვრთნელი არის მთავარი ფიგურა გუნდში და კლუბი იწყებს ახალ ეტაპს, რომლის დროსაც საჭირო იქნება იმ დონეზე დაბრუნება, რომელიც შეესაბამება „მანჩესტერ იუნაიტედის“ სტატუსს.

The Telegraph-ის ცნობით, ერიკ ტენ ჰაგის მთავარი სამიზნე „ბენფიკას“ ურუგვაელი ფორვარდი დარვინ ნუნიესი იქნება. ნიდერლანდელ სპეციალისტს შეტევითი პოტენციალის გაძლიერება სურს, ამ ამოცანის შესასრულებლად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ნუნიესი გადაბირება ესახება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარბაროსობა, რომელიც ქართველმა გიგანტმა ჩაიდინა, სასწაულია“ - DeporteValenciano „მამარდაზე“
„ბარბაროსობა, რომელიც ქართველმა გიგანტმა ჩაიდინა, სასწაულია“ - DeporteValenciano „მამარდაზე“