ლუკა გუგეშაშვილი, ყარაბაღი
Aa
Aa

რას გადაწყვეტს გუგეშაშვილი? - ყარაბაღმა გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზა

Azerisport-ის ცნობით, ''ყარაბაღმა'' ლუკა გუგეშაშვილს გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების წინადადებით მიმართა, რაც ფეხბურთელის პოლონური ''იაგიელონიადან'' გამოსყიდვას გულისხმობს.

22 წლის მეკარე აზერბაიჯანულ კლუბში გასულ ზამთარში ექვსთვიანი იჯარით გადავიდა. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ''ყარაბაღს'' ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია გუგეშაშვილის პოზიციაც, რომელმაც კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

გუგეშაშვილმა ''ყარაბაღის'' რიგებში 7 მატჩი ჩაატარა (3 - აზერბაიჯანის ჩემპიონატი, 2 - კონფერენს ლიგა, 2 - აზერბაიჯანის თასი). აღსანიშნავია, რომ მან UEFA-ს კონფერენს ლიგაზე ''მარსელის'' წინააღმდეგ ორივე მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა.

2016 წლის ზამთარში ლუკა გუგეშაშვილი თბილისის ''დინამოდან'' პოლონურ ''იაგიელონიაში'' გადავიდა და მას შემდეგ პოლონური კლუბის საკუთრებაა. 22 წლის მეკარეს ''იაგიელონიადან'' იჯარით ესპანური ''გრანადას'' სარეზერვო გუნდსა და გორის ''დილაში'' უთამაშია, ამჟამად კი ''ყარაბაღის'' ღირსებას იცავს.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში ''ყარაბაღი'' 55 ქულით პირველ ადგილზეა და უშუალო კონკურენტს 11 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარბაროსობა, რომელიც ქართველმა გიგანტმა ჩაიდინა, სასწაულია“ - DeporteValenciano „მამარდაზე“
„ბარბაროსობა, რომელიც ქართველმა გიგანტმა ჩაიდინა, სასწაულია“ - DeporteValenciano „მამარდაზე“