ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ლა ლიგა, ხოსე ბორდალასი, ბეტისი, კოპა დელ რეი
Aa
Aa

„ბარბაროსობა, რომელიც ქართველმა გიგანტმა ჩაიდინა, სასწაულია“ - DeporteValenciano „მამარდაზე“

„ვალენსიასთან“ დაკავშირებული ესპანური სააგენტო, DeporteValenciano გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს.

ვრცელ სტატიაში, რომელიც ჟურნალისტმა მხოლოდ ქართველ მეკარეს მიუძღვნა, თავდაპირველად საუბარი „ღამურების“ შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილის საოცარი პროგრესით იწყება.

„ვალენსიაში გიორგი მამარდაშვილის ისტორია ნამდვილად საოცარია და ამასთან, შესასწავლიც. წარმოუდგენელია, როგორ მოხვდა ეს ფეხბურთელი ჩვენთან, როგორ აღმოაჩინეს მისი პოტენციალი. მას გარკვეულწილად გაუმართლა კიდეც... გავიხსენოთ, რა პირობით მოვიდა გუნდში და როგორ აღმოჩნდა პირველად ძირითად შემადგენლობაში. სეზონის დასაწყისში ორივე მეკარე ტრავმირებული იყო და ბორდალასმა „ვალენსიას“ კარის დაცვა მამარდაშვილს ანდო, სხვა არჩევანი არც იყო.

მსოფლიოში, შეიძლება ბევრ ფეხბურთელს ჰქონდეს პოტენციალი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, არავინ მოგცემთ ამ პოტენციალის გამოსავლენად თავდაჯერებულობას და დარჩებით იქ, სადაც ხართ. ამ მიმართულებით ბორდალასმა შესანიშნავად იმუშავა. იმ პერიოდშიც კი, როცა ყველა მეკარე სათამაშოდ მზად იყო, მან არჩევანი მაინც მამარდაშვილზე შეაჩერა“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის მეორე ნაწილში კი ჟურნალისტი 23 აპრილს, „ბეტისთან“ გასამართი სამეფო თასის ფინალური შეხვედრის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ფინალის გმირი გიორგი მამარდაშვილი უნდა გახდეს.

„ქართველი მეკარე რამდენიმე თვის წინ, ფართო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი იყო, ახლა კი, 2022 წლის 23 აპრილს, მას შეუძლია გახდეს „ვალენსიას“ ისტორიის ნაწილი, კოპა დელ რეის ფინალში, ეს წარმოუდგენელია!

ის გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდა. ახლა აღარავინ ფიქრობს იმაზე, რომ გუნდი მოედანზე შეიძლება მის გარეშე გავიდეს. ის ბარბაროსობა, რომელიც ქართველმა გიგანტმა გუნდში მოსვლის დღიდან მთელი ამ თვეების განმავლობაში ჩაიდინა, უბრალოდ სასწაულია. ვფიქრობ, რომ კლუბმა უზარმაზარი პოტენციალის მქონე მეკარესთან გააფორმა კონტრაქტი, თან მილიონ ევროზე ნაკლებად და მას წინ მინიმუმ 15 წელი აქვს. ახლა კი დროა, რომ ფინალის დიდი გმირიც გახდეს“, - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ბოლო ტურში, „ვალენსია“ სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილი დაასვენა და კარი იასპერ სილესენს ანდო. ამის გამო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 23 აპრილს, კოპა დელ რეის ფინალში, „ბეტისის“ წინააღმდეგ სწორედ ქართველი მეკარე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯანლუკა დი მარციო: „კვარაცხელიას ტრანსფერი დახურულია“
ჯანლუკა დი მარციო: „კვარაცხელიას ტრანსფერი დახურულია“