რეალი, პრემიერ ლიგა, კასტილია, ლიდსი
Aa
Aa

რაული პრემიერ ლიგაში? - ლიდსი არ ნებდება

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ცუდი შედეგების გამო „ლიდსმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარსელო ბიელსა გაათავისუფლა და მის ნაცვლად დროებით ჯესი მარში დანიშნა. ესპანური გამოცემა MARCA იუწყება, რომ ინგლისურ კლუბს რაულ გონსალეს ბლანკოს გადაბირება სურს.

როგორც ცნობილი გახდა, მარშის დანიშვნამდე კლუბის იტალიელ პრეზიდენტს ანდრეა რადრიზანს ესპანელი ყოფილი მოთამაშე სურდა, მაგრამ მოლაპარაკება არ მოხერხდა. რაულს მადრიდის დატოვება ჯერ არ უნდა.

გონსალეს ბლანკო ამჟამად „რეალის“ მეორე გუნდს, „კასტილიას“ საკმაოდ წარმატებით ხელმძღვანელობს. მისი ფილოსოფია შემტევია და საკმაოდ ლამაზ ფეხბურთსაც თამაშობს. ამის გამო მან ევროპული გრანდების ყურადღება მიიწვია და მეტიც, ზიდანის წასვლის შემდეგ, „სამეფო კლუბში“ ახალ მწვრთნელად სწორედ რაულს მოიაზრებდნენ.

საბოლოოდ, „ბლანკოსი“ გამოცდილ კარლო ანჩელოტის ენდო, თუმცა რაულს „რეალის“ მწვრთნელობას მაინც უწინასწარმეტყველებენ. მიუხედავად ამისა, MARCA წერს, რომ ლიდსი ლეგენდარული ესპანელის გადაბირებას მაინც ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები