„ახლა ბევრად უკეთ თამაშობს
Aa
Aa

„ახლა ბევრად უკეთ თამაშობს" - Marca მამარდაშვილზე წერს

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ავტორი „მამარდას“ ასპარეზობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სექტემბერთან შედარებით, მას მომატებული აქვს.

„გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა და საკმაოდ გრძელი და ბნელი პერიოდის შემდეგ, ერთი თვეა, თამაშობს. ქართველ ფეხბურთელს ხელში კანფეტი ეჭირა, მაგრამ როცა მისი არომატი მაქსიმალურად უნდა შეეგრძნო, დარტყმა მიიღო. ხოსე ბორდალასმა გადაწყვიტა, სილესენი სასტარტო თერთმეტეულში დაებრუნებინა და ამის შემდეგ, გიორგის ასპარეზობა მხოლოდ თებერვლის შუა რიცხვებში ვიხილეთ.

მამარდაშვილმა რთული მომენტებისგან, როგორიც მაგალითად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და მოედანზე გასვლისა და თამაშის შანსის გარეშე ყოფნაა, მიღებული ცოდნით ისიამოვნა. იგი ასეთ პირობებში 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდა და თამამად შეუძლია, ჩათვალოს, რომ ეს დრო ფუჭად არ დაუკარგავს.

მამარდაშვილს შანსი მაშინ გაუჩნდა, როცა ამას ვერც კი წარმოიდგენდა. წინასასეზონო ეტაპზე, სილესენისა და ხაუმეს ტრავმებმა მას კარი გაუღო. იგი სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოჩნდა და 20 წლის ასაკში ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. იგი გამორჩეული იყო და გუნდზე თავისი გავლენა მოახდინა.

მამარდაშილი კარს 5 თამაშის განმავლობაში იცავდა. გამოჯანმრთელებული სილესენისგან წამოსულმა წნეხმა მას კონცენტრაცია დააკარგვინა და გამოუცდელობამ სევილიას წინააღმდეგ მიუტევებელი შეცდომები დააშვებინა. ამის შემდეგ, ბორდალასმა იგი ძირითადს მიღმა დატოვა. სექტემბრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე მას მონაწილეობა არც ერთ მატჩში მიუღია, მაგრამ სილესენისა და დომენეკის ასპარეზობების შემდეგ, მამარდაშვილის დაბრუნების შანსი კიდევ ერთხელ გაჩნდა.

სიმართლე ისაა, რომ ქართველი მეკარის მიერ სექტემბერსა და მარტში ნაჩვენებ თამაშს შორის დიდი განსხვავებაა. ეს ნდობის დამსახურებაა. გიორგიმ იცის, სად იმყოფება და ხვდება 21 წლის ასაკის ფეხბურთელის გამოცდილება გუნდს რას აძლევს. შეცდომები შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაუშვას, მაგრამ ჭრილობებზე ნაკერების დადება და მათი მოშუშება ისწავლა.

ბორდალასს ქართველი გოლკიპერის რწმენა დაუბრუნდა და ქართველმა ამას გასულ თვეში ნაჩვენები ბრწყინვალე ასპარეზობით უპასუხა, მაგრამ ვალენსიას თავკაცისთვის გამოცდილება მნიშვნელოვანია და ამ მხრივ, იასპერ სილესენზე წინ არავინ დგას. მიუხედავად ამისა, მამარდაშვილის კარგი თამაში დებატების გაჩენის საფუძველს ნამდვილად იძლევა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰორიზონტზე კოპა დელ რეის თასის ფინალი მოჩანს“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა და კარი მშრალად 5-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Z ასო მატჩის დაწყებამდე - რუსი სპორტსმენების მხარდაჭერა ომს
Z ასო მატჩის დაწყებამდე - რუსი სპორტსმენების მხარდაჭერა ომს