რუსი კომენტატორი:
Aa
Aa

რუსი კომენტატორი: "შეწყვიტე სროლა! გაჩერდი! ადამიანის სიცოცხლეზე მეტი არაფერია!"

„რადიო “Эхо Москвы" და ტელეარხის “Дождь" ფაქტობრივად დაიხურა და ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. ეს „სპეცოპერაცია“ ჩემსა და შენს წინააღმდეგაც ტარდება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ უკრაინაში ადამიანები კვდებიან, ჩვენს ქვეყანაში (ჯერჯერობით) არა. მაგრამ სპეცოპერაცია აქაც არის. გაახილეთ თვალები.

შეწყვიტე სროლა! გაჩერდი!!! ადამიანის სიცოცხლეზე მეტი არაფერია!!!“

- წერს სოციალურ ქსელ ტელეგრამში ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი.

ანდრონოვმა ასევე მოსკოვის ცსკა-ს (ჰოკეის გუნდის) ქომაგების შესახებაც დაწერა, რომლებმაც ერთ-ერთ მატჩზე პუტინის რეჟიმის მხარდასაჭერი ბანერები გამოფინეს, წარწერით -

„რუსეთისთვის! ნაციზმი არავის გაუვა!“

როგორც მოგეხსენებათ, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრა სწორედ ნეონაცისტებთან ომით გაამართლა.

„ტყუილად არ გამიწყვეტია ამ კლუბთან ყველანაირი ურთიერთობა. ტყუილად არ გამიწყვეტია“.

- წერს ანდრონოვი ცსკა-ს შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ანდრონოვი პოლიტიკურად აქტიური ყოველთვის იყო. გასულ წელს, როცა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ მაისურებზე ქვეყნის რუკა დაიტანა, რუსმა კომენტატორმა ამის შესახებ ისაუბრა:

„დიახ, უკრაინა მომავალშიც გამოსახავს რუკას თავის მაისურზე, ყირიმთან ერთად. დიახ, საქართველოც იმავეს გააკეთებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით. დიახ, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი სსრკ-ს ოკუპანტად მიიჩნევენ. დიახ, ეს ასეა“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთმა სოციალური ქსელები ფეისბუქი და ტვიტერი თავის ტერიტორიაზე აკრძალა. ხოლო ვინც ომის შესახებ ცრუ ინფორმაციას (ანუ სიმართლეს) გაავრცელებს, მათ 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
EA-ი რუსეთსა და ბელარუსში თავისი თამაშების გაყიდვას წყვეტს
EA-ი რუსეთსა და ბელარუსში თავისი თამაშების გაყიდვას წყვეტს