ჯოკოვიჩი:
Aa
Aa

ჯოკოვიჩი: "მომავალ 7-10 დღეში უფრო დეტალურად განვიხილავ, რაც ავსტრალიაში მოხდა"

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა, რის შემდეგაც „ნოლემ“ პრესასთან ისაუბრა და ავსტრალიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში მარტო ვიყავი, თავს მარტოდ არ ვგრძნობდი. მე მხარს მიჭერდა ოჯახი, მეგობრები, მთელი სერბი ხალხი, ბევრი კეთილგანწყობილი ადამიანი მთელი მსოფლიოდან ცდილობდა პირადად და საჯაროდ ხელი შეეწყო, რომ ავსტრალიაში დავრჩენილიყავი.

პრეზიდენტი არ იყო ვალდებული ჩემთვის მხარი დაეჭირა, მე ამისთვის მადლობელი ვარ, რადგან ის გვერდში დამიდგა და თავი რისკის ქვეშ დააყენა. ამას ვაფასებ და პატივს ვცემ, ეს დიდხანს მემახსოვრება. ჩემი კავშირი და ურთიერთობა სერბ ხალხთან დღითიდღე მყარდება. ის გარემოებები, რომელშიც ავსტრალიაში აღმოვჩნდი, ამან ბევრი რამ მასწავლა.

რაკი განცხადებები არ გამიკეთებია, გთხოვთ მოთმინებით იმოქმედოთ, რადგან უფრო დეტალურად ყველაფერს მალე განვიხილავ. ავსტრალიაში მოხდა ამაზე უახლოეს 7-10 დღეში ვისაუბრებ“.

- ციტირებს ნოვაკის სიტყვებს telegraf-ი.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა რაფაელ ნადალმა მოიგო და ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც 21-ე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. AUS Open-ის 9-გზის გამარჯვებული და მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი კი ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აუცრელობის გამო ქვეყნიდან გააძევეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფეხბურთო აგენტი: ''ხვიჩასთვის აიაქსი საუკეთესო ვარიანტია''
საფეხბურთო აგენტი: ''ხვიჩასთვის აიაქსი საუკეთესო ვარიანტია''