ვლადიმერ კლიჩკო კიევის ტერიტორიალური დაცვის არმიაში ჩაეწერა
Aa
Aa

ვლადიმერ კლიჩკო კიევის ტერიტორიალური დაცვის არმიაში ჩაეწერა

სუპერმძიმე წონითი კატეგორიის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ლეგენდარული უკრაინელი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო კიევის ტერიტორიული დაცვის არმიაში მოხალისედ ჩაეწერა.

ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში დაწერა:

„ჩემმა ძმამ ვლადიმირ კლიჩკომ განაცხადი და დოკუმენტი შემოიტანა, რათა კიევის ტერიტორიული დაცვის არმიას შეუერთდეს“.

ვლადიმირ კლიჩკომ ამის შესახებ კომენტარი თავადაც გააკეთა:

„ჩემი მოტივაცია, ჩემი ქვეყნისა და ქალაქის სიყვარული გახლავთ. ასევე ჩემი ქალიშვილის სიყვარული, რომელიც აქ კიევის სკოლაში დადის. ეს მოტივაციას მაძლევს, რომ ჩემი ქვეყანა დავიცვა. მინდა ამ ნაბიჯით სხვებს მოტივაცია მიცხე, რომ შემოგვიერთდნენ“.

 შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკური ვითარება უკიდურესად არის დაძაბული და ქვეყნები საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. 100 ათასი რუსი სამხედრო უკრაინის საზღვართან არის მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული წინსვლა რეიტინგში და გაზრდილი შანსი მსოფლიოს შესარჩევზე
ისტორიული წინსვლა რეიტინგში და გაზრდილი შანსი მსოფლიოს შესარჩევზე