მარცხი 152-ე ჩოგანთან - ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს დაემშვიდობა
Aa
Aa

მარცხი 152-ე ჩოგანთან - ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს დაემშვიდობა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის 250-იანი სერიის მონპელიეს ტურნირზე მერვედფინალში 152-ე ჩოგანს  ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელს დამირ ძუმჰურს დაუპირისპირდა და 3 სეტში 1:6, 7:5, 2:6 დამარცხდა.

ნიკამ პირველი სეტი 1:6 დათმო. ბევრ შეცდომას უშვებდა, ერთ-ერთ გეიმში 4 ორმაგი შეცდომაც კი დაუშვა. საბოლოოდ ლოგიკურად დამარცხდა.

მეორე სეტში ნიკამ თამაშის გამოსწორება შეძლო, საკუთარ ჩაწოდებაზე შეცდომებს უკლო და 7:5-იც მოიგო.

დასკვნით მესამე სეტში ბოსნიელმა კვლავ უკეთ ითამაშა და საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორს მყოფ ბასილაშვილს 6:2 მოუგო.

მეოთხედფინალში მისი მეტოქე სერბ ფილიპ კრაინოვიჩსა და ფრანგ ვილფრედ ცონგას შორის გამარჯვებული იქნება.

მონპელიეს ტურნირზე პირველ ნომრად ალექსანდერ ზვერევია განთესილი, მე-2 ნომრად ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტია, მესამე ნომრად კი გაელ მონფილსი.

ტურნირის საპრიზო ფონდი საპრიზო ფონდი 490 990 ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვირას ჩაკვეტაძე თავის შანსს მიიღებს
„კვირას ჩაკვეტაძე თავის შანსს მიიღებს" - BILD ქართველ ფეხბურთელზე წერს