„საქართველო, მიყვარხარ
Aa
Aa

„საქართველო, მიყვარხარ" - რონინიოს ემოციური პოსტი რუსეთთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. რუსეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, ჩვენი გუნდის მოთამაშემ, რონინიომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ თანაგუნდელებით ამაყობს.

„პირველი რიგში, საქართველო, დიდი მადლობა ასეთი მაღალი დონის ტურნირში ასპარეზობის შანსი რომ მომეცი. საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ ასპარეზობით დაუჯერებელი გამოცდილება მივიღეთ. დღეს, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ და ეს ნახევარფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. პარკეტი თავაწეულებმა დავტოვეთ. ჩემი ყველა თანაგუნდელით ძალიან ვამაყობ და დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერები დავბრუნდებით, რათა ამ ლამაზი ტურნირით კიდევ ვისიამოვნოთ. საქართველო, მიყვარხარ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ანგარიში კი მეორე ტაიმის დებიუტშივე გაიხსნა. რუსეთის ნაკრები ნიაზოვმა დააწინაურა. ერთ-ერთი ლიდერის, თალესის გარეშე მოთამაშე ავთანდილ ასათიანის გუნდმა წონასწორობა მალევე აღადგინა. გოლი ბრუნო პეტრის ანგარიშზეა.

რუსეთის ნაკრები მეორედ ივან ჩიშკალამ დააწინაურა, თუმცა ჩვენს გუნდს კიდევ ერთხელ შეეძლო გათანაბრება. შეხვედრის დასრულებამდე 22 წამით ადრე არჩილ სებისკვერაძის და ბრუნო პეტრის სახიფათო დარტყმები რუსეთის ნაკრების მეკარემ მოიგერია, რის შემდეგაც ჩიშკალამ ცარიელ კარში გატანილი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზვიად კუპატაძე :
ზვიად კუპატაძე : "ისტორია უნდა გადავწეროთ მსოფლიო ჩემპიონატზე"