Aa
Aa

"ვფიქრობ, ჯოკოვიჩი აცრას გაიკეთებს" - ამბობს ნოვაკის ბიოგრაფი

ნოვაკ ჯოკოვიჩის ბიოგრაფი, გერმანელი დანიელ მიუკში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც „ნოლემ“ შესაძლოა ვაქცინა გაიკეთოს.

მიუკში ამბობს, რომ ჯოკოვიჩზე გავლენა სავარაუდოდ ნადალის 21-ე მოგებულმა დიდმა სლემმა იქონია.

„რაც მისი გარემოცვიდან მოვისმინე, ვფიქრობ ის აცრას გაიკეთებს. შესაძლოა მას ავსტრალიის ღია პირველობის ფინალმა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუწყო. შესაძლოა რაფა ნადალის 21-ე სლემმა მას ამისკენ უბიძგოს“.

- ამბობს მიუკში.

ჯოკოვიჩმა ნადალს 21-ე სლემის მოგება ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა.

„ავსტრალიის ღია პირველობაზე შესანიშნავი თამაში ვიხილეთ, ფინალი კი განსაკუთრებული იყო. ეშლი ბარტის ვულოცავ ბრწყინვალე თამაშს მშობლიურ გარემოში, თანამემამულეების წინაშე, დანიელ კოლინზს კი - წარმოუდგენელ ტურნირს. რაფაელ ნადალს ვულოცავ 21-ე დიდი სლემის მოგებას. საოცარი მიღწევაა. ყოველთვის შთამბეჭდავია მებრძოლი სული, რამაც კიდევ ერთხელ გამარჯვება მოუტანა. დანიილ მედვედებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღო, ბოლომდე დაიხარჯა. მან იმ ვნებითა და მონდომებით ითამაშა, რაც მისგან მოსალოდნელი იყო''.

აქვე გეტყვით, რომ თუ, ნოვაკი აცრას გადაწყვეტს, მას მაიამისა და ინდიან უელსის მასტერსებზე თამაში შეეძლება. უახლოესი ტურნირი, რომელზეც ჯოკოვიჩი დარეგისტრირდა და აუცრელადაც ითამაშებს დუბაის ტურნირია, რომელიც 21 თებერვალს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ნადალს უკვე 21-ე დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, ჯოკოვიჩის და ფედერერის ანგარიშზე 20-20 გახლავთ, თუმცა 40 წლის როჯერის უმაღლეს დონეზე დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბუცები გამიწმინდეთ, ყავა მომიტანეთ - ერთხელ სცადა, სასტარტოში ადგილი წაერთმია“
„ბუცები გამიწმინდეთ, ყავა მომიტანეთ - ერთხელ სცადა, სასტარტოში ადგილი წაერთმია“