4 გარიგება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - შოთა არველაძის გუნდის ახალწვეულები
Aa
Aa

4 გარიგება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - შოთა არველაძის გუნდის ახალწვეულები

შოთა არველაძის „ჰალ სიტისთვის“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საკმაოდ დატვირთული გამოდგა. „ვეფხვებმა“ შეთანხმებას 4 ფეხბურთელთან მიაღწიეს და ქართველი სპეციალისტი გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობით კმაყოფილია. „ჰალის“ კორესპონდენტის, ბაზ კუპერის მიხედვით, არველაძე თვლის, რომ ახალწვეულები მის კოლექტივს გააძლიერებენ და გუნდის საერთო დონეს აწევენ.

„ჰალ სიტის“ პირველი შენაძენი ირანელი ფორვარდი, ალაჰიარ საიიადმანეში გახლდათ. 20 წლის ფეხბურთელი „ფენერბაჰჩეს“ საკუთრებაა და „ვეფხვების“ რიგებში იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე იასპარეზებს. მას ირანის ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი შეაგდო.

საიიადმანეშის შემდეგ, „ჰალმა“ ქომაგებს რაიან ლონგმანის გამოსყიდვის შესახებ აუწყა. ეს უკანასკნელი „ვეფხვების“ რიგებში იჯარის წესით თამაშობდა და სეზონის პირველ ნაწილში ჩატარებული მატჩებით კლუბის ხელმძღვანელთა მოხიბვლა მოახერხა. ლონგმანი უინგ-ბექის პოზიციაზე ასპარეზობს და ბოლო 10 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო. იგი 21 წლის უნივერსალი ფეხბურთელია და „ჰალს“ საკუთარი მომავალი 3.5 წლით დაუკავშირა, სურვილის შემთხვევაში კი, ბრიტანულ გუნდს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება შეუძლია.

„ვეფხვებმა“ შეტევაც გააძლიერეს და „ბრენტფორდისგან“ თავდამსხმელი მარკუს ფორსი სეზონის ბოლომდე ინათხოვრეს. ფინელ ფეხბურთელს 94 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი და ეროვნულ ნაკრებში გამართულ 11 მატჩში 2 ბურთი შეაგდო. „ჰალის“ სატრანსფერო აქტივობა „სუონსიდან“ ლიამ უოლშის იჯარის წესით გადაბირებით დასრულდა. ეს უკანასკნელი 24 წლის ნახევარმცველია, „ევერტონის“ აკადემიაში 15 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებებშიც უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ „ჰალს“ 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-19 ადგილს იკავებს. „ვეფხვები“ მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს, „პრესტონის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საკმარისი პოტენციალი აქვს, რათა ტორონტო დააინტერესოს“ - რეპტორსს გოგას დამატებას ურჩევენ
„საკმარისი პოტენციალი აქვს, რათა ტორონტო დააინტერესოს“ - რეპტორსს გოგას დამატებას ურჩევენ