Aa
Aa

"სულელი ხარ?!" - მედვედევი მსაჯს ეჩხუბა, ციციპასი დაამარცხა და ფინალშია

ავსტრალიის ღია პირველობაზე ვაჟთა შორის ორივე ფინალისტი გამოვლინდა. რაფაელ ნადალის შემდეგ, ფინალში თამაშის უფლება რუსმა დანილ მედვედევმა მოიპოვა, რომელმაც ბერძენი სტეფანოს ციციპასი 4 სეტში - 7:6 (7-5), 4:6, 6:4, 6:1 დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა და მედვედევი აშკარად მოწოდების სიმაღლეზე იყო. რუსმა მეტოქეს ყველა სათამაშო ასპექტში აჯობა, რაც შედეგზეც აისახა.

აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში მედვედევი წყობიდან გამოვიდა და მთავარ მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა:

„მამამისი (ციციპასის მამა) ყოველ გათამაშებაზე ლაპარაკობს. სულელი ხარ?! ის უნდა დასაჯო!

შენ იგი უნდა გააფრთხილო, თუ ამას არ გააკეთებ... მაშინ შენ პატარა კატა ყოფილხარ“.

- უთხრა მედვედევმა არბიტრს.

აპოსტოლოს ციციპასი, სტეფანოსის მამა შეხვედრის მსვლელობისას რჩევების მიცემით გამოირჩევა, რაც წესების მიხედვით აკრძალულია. მედვედევის აღშფოთება ლოგიკური იყო, თუმცა რუსს აშკარად ზედმეტი მოუვიდა, საბოლოოდ კი არბიტრმა მას გაფრთხილება მისცა.

საოცარი გათამაშება და მედვედევის ქულა

შეგახსენებთ, რომ ფინალში მედვედევი რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება, რომელმაც მატეო ბერეტინი 4 სეტში, სამ საათიან ბრძოლაში 6:3, 6:2, 3:6, 6:3 დაამარცხა და ისტორიულ (21-ე დიდი სლემი) ტიტულს მიუახლოვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის უიღბლო დებიუტი - ჰამბურგი დიდი ანგარიშით დამარცხდა
ჩაკვეტაძის უიღბლო დებიუტი - ჰამბურგი დიდი ანგარიშით დამარცხდა