„კვარა მოგვეცით და თვალს დავხუჭავთ“ - რუბინს პლაგიატში ადანაშაულებენ
Aa
Aa

„კვარა მოგვეცით და თვალს დავხუჭავთ“ - რუბინს პლაგიატში ადანაშაულებენ

ყაზანის „რუბინი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. ახლახან, ლეონიდ სლუცკის გუნდმა ცსკა-სგან კონსტანტინ კუჩაევი ინათხოვრა და გარიგება ორიგინალურ სტილში, სათამაშო ავტომატების დახმარებით გამოაცხადა.

„რუბინმა“ სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ვხედავთ, რომ სლოტ-მანქანაზე პირველ ცდაზე ალექსეი სუტორმინის ორი ფოტო და 50-ათასიანი კუპიურა ვარდება, მეორე ცდაზე - არტიომ ძიუბას ორი ფოტო და მარწყვი, ხოლო მესამე დატრიალებაზე მომგებიან კომბინაციასა და კუჩაევის სამ ფოტოს ვხედავთ.

„რუბინის“ პოსტმა დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ქომაგებმა მალევე გაანალიზეს, რომ ყაზანელთა მსგავსი ვიდეო სადღაც უკვე ნანახი ჰქონდათ. გასულ კვირას, ყაზახურმა კლუბმა „აქსუმ“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მილოშ კრუშჩინის დანიშვნა მსგავს სტილში გამოაცხადა.

მალევე, „რუბინის“ პოსტის კომენტარებში ყაზახური კლუბი გამოჩნდა და ყაზანელებს გამოსავალი შესთავაზა: „მოგვეცით კვარა და ამ პლაგიატს თვალს დავხუჭავთ“. „რუბინს“ „აქსუსთვის“ პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი იმედგაცრუებულია, რომ პიკემ ხელფასი არ შეიმცირა, რათა მას გუნდში დარჩენა შეძლებოდა
მესი იმედგაცრუებულია, რომ პიკემ ხელფასი არ შეიმცირა, რათა მას გუნდში დარჩენა შეძლებოდა