გაგრა და დილა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩებს გორში ჩაატარებენ
Aa
Aa

გაგრა და დილა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩებს გორში ჩაატარებენ

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება სტარტს 25 თებერვალს, ბათუმში, 19:00 საათიდან აიღებს, სადაც რანგით უმაღლესი ლიგის გამარჯვებული დინამო ბათუმი კრისტალბეთ ლიგა 2-ის გამარჯვებულს, ბოლნისის სიონს უმასპინძლებს.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის კალენდარული უკვე ცნობილია, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ასევე კარგადაა ცნობილი ის 10 გუნდიც, რომელიც რანგით უმაღლეს ლიგაში ითამაშებს:

დილა, დინამო ბათუმი, დინამო თბილისი, გაგრა, ლოკომოტივი, საბურთალო, სამგურალი, სიონი, თელავი, ტორპედო.

გაგრამ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება 10-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

გუნდი გასულ სეზონში ლიგა 2-ის შეხვედრებს თბილისის ზღვის ბაზაზე მართავდა, თუმცა CrystalSport-ის ინფორმაციით, გაგა კირკიტაძის გუნდი რანგით უმაღლესი ლიგის შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს, სადაც ადგილობრივი გორის დილა თამაშობს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

CrystalSport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და უდიდესი ალბათობით, შეთანხმება შედგება. იმ შემთხვევაში, თუ გუნდები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან მასპინძელი კლუბი განისაზღვრება, დაპირისპირების ლოკაცია კი არ შეიცვლება.

აღსანიშნავია, რომ დილა-გაგრას მატჩი პირველივე ტურში, 26 თებერვალსაა ჩანიშნული, ხოლო საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გაგრას პირველი საშინაო შეხვედრის ჩატარება 5 მარტს, საბურთალოს წინააღმდეგ მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აფრიკის თასზე მავრიტანიის ნაცვლად სხვა ქვეყნის ჰიმნი სამჯერ ჩართეს
აფრიკის თასზე მავრიტანიის ნაცვლად სხვა ქვეყნის ჰიმნი სამჯერ ჩართეს