ჯოკოვიჩის მამა: ,,ჩემი შვილი ტყვეობაშია და თანასწორობისთვის იბრძვის
Aa
Aa

ჯოკოვიჩის მამა: ,,ჩემი შვილი ტყვეობაშია და თანასწორობისთვის იბრძვის"

ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაქცინირებული არ არის და ცნობილი იყო, რომ მიუხედავად ამისა, მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის უფლება მაინც მისცეს. საბოლოოდ, აჟიოტაჟის შემდეგ, ავსტრალიამ „ნოლეს“ ვიზა გააუქმა.

არსებულ მდგომარეობას სერბი ჩოგბურთელის მამა, სრჯან ჯოკოვიჩი გამოეხმაურა და შვილს ,,თანასწორობისთვის მებრძოლი" უწოდა:

,,ჩემი შვილი ავსტრალიაში ტყვეობაშია, თუმცა აქამდე ასე თავისუფალი ჯერ არ ყოფილა. ნოვაკი უსამართლობას არ შეეგუება. ის თავისუფალი სამყაროს ლიდერი და თითოეული ადამიანის თანასწორობისთვის მებრძოლია.

შესაძლოა, მან ახლა ჩოგბურთის თამაშის უფლება ვერ მიიღოს, თუმცა ნოვაკმა უკვე უჩვენა მსოფლიოს, რომ შესაძლოა, ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც სერბეთია, ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი ჰყავდეს".

ჯოკოვიჩი მელბურნში ოთხშაბათს ჩავიდა, სადაც ხელისუფლებამ მის განაცხადში შეცდომა შენიშნა. ნოვაკს განუცხადეს, რომ ის დეპორტირებული იქნება, თუმცა მისმა ადვოკატმა ავსტრალიურ ტელევიზიასთან საუბრისას მკაფიოდ დააფიქსირა აზრი, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

ცნობილი გახდა, რომ ჯოკოვიჩის გუნდს ვიზა, რომელიც ვაქცინაციის ვალდებულებისგან გაათავისუფლებდა და სამედიცინო გამონაკლისს დაუშვებდა,  არ მოუთხოვია. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება, თუ არა ნოვაკი ავსტრალიაში იქამდე, სანამ მისი ადვოკატები წარმოქმნილ პრობლემას მოაგვარებენ.

ავსტრალიის პრემიერ - მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ჯოკოვიჩს ქვეყანაში შესვლაზე უარს ეტყოდნენ, თუ ის არ წარმოადგენდა მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც მას სამედიცინო მიზეზების გამო აცრა არ შეეძლო.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება. აღნიშნული ტურნირი ნოვაკს 9-ჯერ აქვს მოგებული.

ჯოკოვიჩთან ერთად, მელბურნში რაფაელ ნადალი იასპარეზებს, ხოლო როჯერ ფედერერი წლის პირველ დიდ სლემს ტრავმის გამო გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტული 2021 - მნიშვნელოვანი ქართული მოვლენების შეჯამება
სპორტული 2021 - მნიშვნელოვანი ქართული მოვლენების შეჯამება