ილიას ზუროსი:
Aa
Aa

ილიას ზუროსი: "ერთ თვეში მწყობრში ვიქნები"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა ბარძაყის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც საკლუბო საქამიანობას ჩამოშორდა და მონგენეგროს „ბუდუჩნოსტი“ დატოვა. 

მან თავის ჯანმრთნელობის მდგომარეობის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ოპერაციის შემდეგ 2 კვირაზე მეტი გავიდა და თავს მშვენივრად ვგრძნობ. რეაბილიტაციას სახლში გავდივარ. ვისვენებ და ველოდები პერიოდს, როცა აქტიურ რეჟიმში გადავალ.

1 თვეში სრულ მზადყოფნაში ვიქნები და შესაბამისად, მას მერე გადავწყვეტ ჩემს საკლუბო კარიერის მომავალს. „ბუდუჩნოსტის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ მე არ ვჩქარობ. საკლუბო ტურნირები ევროპაში სრულდება და ჯერ დრო არის. მანამდე ეროვნული ნაკრების დიდი ბატალიები გველის.

თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ივნისის დასაწყისში სრულ მზადყოფნაში ვიქნები. საქართველოს ნაკრების შეკრება კი ივლისის შუა რიცხვებში იწყება, თუმცა ჩემს გუნდს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა.

მე ყოველდღიური კავშირი მაქვს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელ გიორგის ვავეცისთნ, რომელთანაც ინფორმაციას ვცვლი და მომავალ ნაბიჯებს ვგეგმავთ საქართველოს ნაკრების წევრებთან დაკავშირებით". - განაცხადა ზუროსმა. 

 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები