კიელინი:
Aa
Aa

კიელინი: "ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა"

ჯორჯო კიელინიმ "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში "მონაკოსთან" (2:0) მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ნებისმიერ შემთხვევაში 2:0 მნიშვნელოვანი უპირატესობაა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არ შეიძლება შემტევების ბრწყინვალე ასპარეზობა არ აღვნიშნო.

მართალია, ჩვენ კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, თუმცა ჯიჯი შეუდარებელი იყო. 

მნიშვნელოვანია, რომ კარდიფის საგზური მოვიპოვოთ, იქ კი იგივე არ უნდა მოხდეს, რაც 2 წლის წინ. ჩვენ იმ დღის შემდეგ დღითი-დღე ვიზრდებოდით". - განაცხადა კიელინიმ. 

"იუვენტუსი" და "მონაკო", 9 მაისს, "იუვენტუს სთედიუმზე" ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები