ასენსიოს საოცარი გოლი - რეალმა ინტერს მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
Aa
Aa

ასენსიოს საოცარი გოლი - რეალმა ინტერს მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მადრიდის „რეალმა“ „ინტერს“ უმასპინძლა. ამ შეხვედრას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა. ჯგუფში პირველ ადგილზე გასულის ვინაობა ირკვეოდა. მატჩის დაწყებამდე, „რეალს“ 12 ქულა ჰქონდა, „ნერაძურის“ კი 10.

ანჩელოტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. მატჩი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და ბენზემას გარეშე დარჩენილმა „ბლანკოსმა“ ანგარიში მე-17 წუთზე ტონი კროოსმა შორეული დარტყმით გახსნა.

პირველი ტაიმი ამ შედეგით დასრულდა. მეორე ნახევარში სტუმრები ბევრს აქტიურობდნენ და მადრიდული გრანდი მოწინააღმდეგეს თამაშის საშუალებას აძლევდა. „ნერაძურიმ“ ბოძებული შანსები ვერ გამოიყენა. 64-ე წუთზე მინდვრიდან ბარელა გააძევეს და ყველანაირი ინტრიგაც დასრულდა. 79-ე წუთზე ასენსიომ ულამაზესი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში მესამე ადგილი ტირასპლის „შერიფმა“ დაიკავა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა. ბოლო ადგილზე კი 2 ქულით დონეცკის „შახტარი“ გავიდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები