Aa
Aa

"ერიქსენის მდგომარეობით ისარგებლა" - ზლატანმა ჩალჰანოღლუ გააკრიტიკა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჰაკან ჩალჰანოღლუ „მილანიდან“ „ინტერში“ გადავიდა. ამ ფაქტმა „როსონერის“ გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია და თურქ ფეხბურთელს დღემდე ღიად აკრიტიკებენ.

ევრო 2020-ის დროს დანიის ნაკრებისა და „ინტერის“ ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა გულის შეტევა მიიღო და ფეხბურთს დღემდე ვერ თამაშობს. ჩალჰანოღლუ „ნერაძურიში“ სწორედ ერიქსენის პოზიციაზე მოგვევლინა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოთქვა და ჩალჰანოღლუ მწვავედ გააკრიტიკა.

იბრაჰიმოვიჩი:

„ჩალჰანოღლუს ყველამ მადლობა უნდა გადავუხადო იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა. მას წარმატებას ვუსურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე, მაგრამ აუცილებლად მინდა აღვნიშნი ერთი ფაქტი. რომ არა კრისტიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ინტერი“ ჩალჰანოღლუს არასდროს იყიდდა. მეტიც, ჰაკანით არავინ დაინტერესდებოდა. თურქმა ფეხბურთელმა ერიქსენის მდგომარეობით ისარგებლა.“

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ დაბრუნების შემდეგ გარკვეული პერიოდი ჰაკან ჩალჰანოღლუსთან ერთად თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ შვედ და თურქ ფეხბურთელს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აკავშირებდათ, თუმცა „ინტერში“ გადასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები