ფრუიძე თასის შეხვედრაზე: ,,ისეთი მატჩია, სადაც ძალები თანაბარია
Aa
Aa

ფრუიძე თასის შეხვედრაზე: ,,ისეთი მატჩია, სადაც ძალები თანაბარია"

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის სეზონის ფინალურ დაპირისპირებას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. წყალტუბოს სამგურალისა და თბილისის საბურთალოს დაპირისპირება 8 დეკემბერს, 17:00 საათიდან დაიწყება. მატჩი გამოარკვევს იმ გუნდის ვინაობას, რომელიც თასის გარდა, ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს, სადაც გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.

ამჯერად გადაცემის სტუმარი სამგურალის მთავარი მწვრთნელი, სოსო ფრუიძე იყო, რომელმაც გუნდის მზადებისა და საქართველოს თასის შესახებ ისაუბრა:

,,სამგურალში ერთი ამოცანა უკვე შევასრულეთ, როცა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დავრჩით, თუმცა რა თქმა უნდა, გვსურდა ცხრილში უფრო მაღალი ადგილისთვის გვებრძოლა. მეორე ამოცანა სწორედ თასის ფინალში თამაში იყო, ეს შევასრულეთ, რასაც წარმატებად ვთვლი. თუ თასს ჩვენ ავიღებთ, ეს ჩვენთვის საამაყო და ისტორიული ფაქტი იქნება.

ძალიან კარგი მეტოქე გვყავს, ძლიერი გუნდია. მე ვფიქრობ, რომ საბურთალოს კარგი, ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, ასევე, კარგი სამწვრთნელი სწტაფი. საბურთალოს შემადგენლობაში გამოცდილი ფეხბურთელებიც არიან, რომელთაც თასის შეხვედრების გამოცდილება აქვთ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კარგი დაპირისპირება გველოდება.

ვაანალიზებთ მეტოქის დადებით მხარეებს და გვსურს, რომ მათ ჩვენი პლუსები დავუპირისპიროთ, ჩვენი პლუსი კი გუნდურობა და ბრძოლისუნარიანობაა.

ეს ისეთი მატჩია, სადაც ძალები თანაბარია".

მასპინძლის სტატუსით წყალტუბოს სამგურალი ითამაშებს.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია დღეს დაიწყო. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სტადიონის სრული ტევადობის 33% შეივსება.

✔ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე მიმდინარეობს;

✔ ფასი 5 ლარია;

✔  ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა;

ბილეთების ყიდვა 

2020 წლის საქართველოს თასის მფლობელი კი გაგრაა. გასულ წელს, ისტორიაში პირველად, აღნიშნული თასი ლიგა 2-ის გუნდებს შორის გათამაშდა. შეხვედრა გაგრასა და სამგურალს შორის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა (პენალტები / 5-3).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
TOP 10-ში მეშვიდეზე - მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიაშია
TOP 10-ში მეშვიდეზე - მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიაშია