TOP 10-ში მეშვიდეზე - მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიაშია
Aa
Aa

TOP 10-ში მეშვიდეზე - მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიაშია

Football observatory-მ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. საუბარია TOP 5 ლიგაში მოთამაშე 23-წლამდე ფეხბურთელებზე. გამოცემა წერს, რომ ფეხბურთელთა ფასები CIES-ის ეკონომიკური მოდელის მიხედვითაა შედგენილი.

60-კაციან სიაში ინგლისის პრემიერლიგიდან - 17, გერმანიის ბუნდესლიგიდან - 14, ესპანეთის ლა ლიგიდან - 12, საფრანგეთის ლიგა 1-დან - 10, ხოლო იტალიის სერია ა-დან - 7 ფეხბურთელი მოხვდა.

სიის მიხედვით, პარი სენ ჟერმენისა და იტალიის ნაკრების მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა  TOP 5 ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა - 80 მილიონი ევრო (22 წლის, 8 თვის), ხოლო ამავე TOP 10-ში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი - 8 მილიონი ევროთი (21 წლის და 2 თვის) მე-7 პოზიციას იკავებს.

TOP 10

1. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) - €80 მილიონი
2. ილან მელიე (ლიდსი) - €40 მილიონი
3. დოღან ალემდარი (რენი) - €15 მილიონი
4. ლუიშ მაქსიმიანო (გრანადა) - €15 მილიონი
5. ეტიენ გრინი (სტ. ეტიენი) - €15 მილიონი
6. ალბან ლაფონი (ნანტი) - €10 მილიონი
7. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - €8 მილიონი
8. კრისტოფერ კლაესონი (ლიდსი) - €8 მილიონი
9. ხულიენ აგირეზაბალა (ბილბაო) - €7 მილიონი
10. ივორ პანდური (ვერონა) - €7 მილიონი

გიორგი მამარდაშვილი და ვალენსია

გიორგი მამარდაშვილის დებიუტი 2021/22 წლების სეზონის ლა ლიგაში 13 აგვისტოს, ხეტაფეს წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ შეხვედრაში, 20 წლის შემდეგ, 20 წლის მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ესპანეთის ლა ლიგაში, ბოლო მატჩი ძირითად შემადგენლობაში გიორგი დემეტრაძემ 2001 წელს, სოსიედადის შემადგენლობაში ჩაატარა.

მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში გამოჩნდა და ასევე, პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ითამაშა. აღსანიშნავია, რომ 1982 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ლა ლიგაში შანსი მიეცა.

მამარდაშვილმა ზედიზედ ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, საბოლოო ჯამში, გასულ 6 ტურში გიორგიმ 7 გოლი გაუშვა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრუიძე თასის შეხვედრაზე: ,,ისეთი მატჩია, სადაც ძალები თანაბარია
ფრუიძე თასის შეხვედრაზე: ,,ისეთი მატჩია, სადაც ძალები თანაბარია"