6 გოლი 37 წუთში - ფრაიბურგმა გლადბახი გაანადგურა
Aa
Aa

6 გოლი 37 წუთში - ფრაიბურგმა გლადბახი გაანადგურა

ბუნდესლიგის მორიგ ტურში „გლადბახმა“ „ფრაიბურგს“ უმასპინძლა და 0:6 დამარცხდა. სტუმართა გუნდმა ექვსივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეექვსე გოლი 37-ე წუთზე გავიდა.

„გლადბახის“ რბევა მე-2 წუთზე ეგეშტეინმა დაიწყო. მე-5 წუთზე სხვაობა ორამდე შადემ გაზარდა. მე-12 წუთზე ლაინჰარტმა ტაბლოზე სამიანი დააფიქსირა. მე-19 და 25-ე წუთებზე ჰოფლერმა და ჰოლერმა გამოიჩინეს თავი. მასპინძელთა განადგურება კი 37-ე წუთზე შლოტერბეკმა დაასრულა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „ფრაიბურგს“ მეორე ტაიმში ზუსტად კარში აღარ დაურტყამს.

ცნობისთვის, „გლადბახის“ ისტორიაში საკუთარ სტადიონზე ეს რიგით მე-4 ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხება იყო. 1966 წელს „ვერდერმა“ 7:0 გაიმარჯვა. 1999 წელს „ლევერკუზენმა“ „გლადბახს“ 7:0 მოუგო, ხოლო მიუნხენის „ბაიერნმა“ 1979 წელს 7:1 იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები