რუსული გუნდი თბილისში გამარჯვებაზე: ,,ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ
Aa
Aa

რუსული გუნდი თბილისში გამარჯვებაზე: ,,ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ"

რაგბი ევროპის სუპერთასის ეგიდით „შავმა ლომმა“ „ლოკომოტივ პენზას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით -  16-19 დამარცხდა.

მატჩის მსვლელობისას  ,,შავმა ლომმა" არაერთი შეცდომა დაუშვა.  ჩვენი გუნდის ჩანაფიქრი ძირითადად,  ბურთს მოპოვებისას სწრაფი შეტევა იყო, რაც პირველ ტაიმში რამდენჯერმე, კარგად გამოვიდა. ერთი შეხედვით,  ყველა ასეთ წამოწყებას კარგი გარძელება უნდა ჰქონოდა, თუმცა საბოლოოდ შეტევის ტემპი ან ბურთი იკარგებოდა.

ალექსანდრ იანუშკინი (,,ლოკომოტივ-პენზას'' მთავარი მწვრთნელი)

„ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა. ქართველების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მითუმეტეს გულშემატკივრის წინაშე. საქართველოს ნაკრები ცნოვილი ძლიერი მორკინალებითაა და ,,შავ ლომში" ის ახალგაზრდები თამაშობენ, რომლებიც ახლოს არიან ნაკრებთან. ბოლო დროს უკანახაზელებთან კონტაქტიც კარგად გამოდის და ჩვენი ამოცანა მათი შეჩერება იყო.

მეტოქის შეცდომებით კარგად ვისარგებლეთ და საბოლოოდ ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ“.

სერგეი იანუშკინი (კაპიტანი)

„ეს მოგება ჩვენთვის ძვირად ფასობს და ბედნიერები ვართ. როგორც პენზაში, ახლაც თანაბარი თამაში იყო, ინიციატივას ხან ჩვენ ვფლობდით, ხან მეტოქე. ვცდილობდით ის შეცდომები არ დაგვეშვა, რაც პირველ მატჩში დავუშვით და საბოლოოდ ამან გაამართლა“.

შეგახსენებთ, ,,შავი ლომი" ,,ლოკომოტივს" პენზაში, 23 ოქტომბერს ეთამაშა და ბონუსით - 27-11 დაამარცხა.

მასალაში გამოყენებულია რაგბის კავშირის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები