,,2022 წელს დინამო ბათუმის ბიუჯეტი ორჯერ გაიზრდება
Aa
Aa

,,2022 წელს დინამო ბათუმის ბიუჯეტი ორჯერ გაიზრდება" - კლუბის პრეზიდენტი

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს - დინამო ბათუმი, რომლისთვისაც ეს ტიტული ისტორიულია.

გუნდმა კუთვნილი ფარი და ოქროს მედლები დასკვნითი, 36-ე ტურის დასრულების შემდეგ, გულშემატკივართან ერთად ჩაიბარა. 

დღეს, საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრად კლუბის პრეზიდენტი, არჩილ ბერიძე იმყოფებოდა.

ბერიძემ გადაცემა ,,ტაიმაუტში" გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა:

2022 წელს ბათუმის „დინამოს“ ბიუჯეტი ორჯერ გაიზრდება. ასე რომ, გუნდი გაძლიერდება და წინ ბევრი სიურპრიზი გველოდება. ჩემი და სამეთვალყურეო საბჭოს საზრუნავი მხოლოდ ფინანსების მოძებნაა.

სტაბილური გუნდის ჩამოსაყალიბებლად და ევროტურნირების ჯგუფში სტაბილურად მოსახვედრად დაახლოებით 15-დან 20 მილიონ დოლარამდეა საჭირო. ჯერ ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მიზანია, რომ აქამდე მივიდეთ და ყოველწლიურად გუნდის ბიუჯეტი გაიზარდოს.

სხვადასხვა დროს, 1923 წელს დაარსებული აჭარული კლუბი საქართველოს თასისა (1997-1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998) გახლდათ, ასევე 4-ჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი (1997–1998, 2014–2015, 2019/2020),  თუმცა მისთვის ოქროს მედალი პირველია.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გია გეგუჩაძემ კუთვნილი ოქროს მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა
გია გეგუჩაძემ კუთვნილი ოქროს მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა