კასანო:
Aa
Aa

კასანო: "რონალდუმ ესემესი მომწერა და მეტ პატივისცემას მთხოვდა"

ვეტერანი იტალიელი ფორვარდი ანტონიო კასანო კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბრობს. მან განაცხადა, რომ მიიღო შეტყობინებები პორტუგალიელისგან, რომელშიც იგი მეტ პატივისცემას ითხოვდა.

„რონალდუმ მომწერა და მეტი პატივისცემა მოითხოვა, რადგან მან იმდენი მოიგო და გაიტანა. მე არ მეშინია სიმართლის თქმის, მზად ვარ შევხვდე მთელ მსოფლიოს - რომის პაპიდან პლანეტის ბოლო ადამიანამდე.

ბუფონს დავურეკე, რომ გამეგო, როგორ მიიღო რონალდუმ ჩემი ნომერი და მან მიპასუხა, რომ ის პრესის ოფიცერს გადასცა, რომელმაც იგი კრიშტიანუს გადასცა. რონალდუს უნდოდა მეთქვა, რომ მან 750 გოლი გაიტანა, მე კი მხოლოდ 150.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ძვირფასო კრიშტიანუ, შენ ყველაფერი გაქვს. იცხოვრე მშვიდად და მოდუნებულად, იმის ნაცვლად, რომ გამომიგზავნო შეტყობინებები. მესის მაგალითს უნდა მიბაძო, მას არაფერი აინტერესებს, იგი კრიტიკით არ ინტერესდება.

ჯიჯიმ და კიელინიმ იციან, რომ მან გამაბრაზა. მაგრამ შენი რა საქმეა? რა პრობლემა გაქვს?“

- თქვა კასანომ Twitch-ზე პირდაპირ ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანო რონალდუს კრიტიკას არ ერიდება და მის შესახებ საჯაროდ საუბრობს. ბოლოს იტალიელმა პორტუგალიელი ერთი თვის წინ გააკრიტიკა, როცა თქვა, რომ ყველა დროის ტოპ 5 ფეხბურთელში მისი ადგილი არ იყო.

„ჟორჟე მენდეში ამბობს, რომ ოქროს ბურთი რონალდუს ეკუთვნის და იგი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია? კრიშტიანუ ყველა დროის საუკეთესოა?! თუ გლობალურ დონეზე ვსაუბრობთ, იგი ტოპ 5-შიც კი არაა და იქ არაფერი ესაქმება. ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია. შემდეგ მარადონა, პელე, კრუიფი და ფენომენო მოდიან. ერთი ცვლილების გაკეთება რომ შეგვეძლოს, ტოპ 5-ში ვან ბასტენს ან დი სტეფანოს ჩავსვამდი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი:
მესი: "არასოდეს მითქვამს, რომ ისტორიაში საუკეთესო ვიყავი"