გუარდიოლა აღფრთოვანებულია - სიტი იანვარში ვლახოვიჩს უმიზნებს
Aa
Aa

გუარდიოლა აღფრთოვანებულია - სიტი იანვარში ვლახოვიჩს უმიზნებს

„მანჩესტერ სიტი“ ცენტრფორვარდის შეძენაზე ფიქრს არ წყვეტს და იანვარში ამ პოზიციის გაძლიერებას გეგმავს. მათი მთავარი სამიზნე კი სერბი დუშან ვლახოვიჩი იქნება.

იტალიური La Repubblica-ს ცნობით, „ქალაქელები“ ზამთარში „ფიორენტინას“ ფორვარდის გადაბირებას შეეცდებიან. წყაროს ცნობით, პეპ გუარდიოლა 21 წლის ფეხბურთელით აღფრთოვანებულია და კლუბს ტრანსფერის განხორციელებას სთხოვს.

უკვე იწერება, რომ მხარეებს წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული აქვთ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიური კლუბი თავდამსხმელისთვის 70-80 მილიონ ევროს ითხოვს. „არსენალი“ მზად იყო გადაეხადა ეს თანხა, მაგრამ ვლახოვიჩს ლონდონურ კლუბში გადასვლა არ სურს.

ფორვარდი ლიდერობს სერია A-ს ბომბარდირთა სიას - 15 მატჩში მის ანგარიშზე 12 გოლია.

ვლახოვიჩი 2020 წლიდან სერბეთის ნაკრების წევრიც გახლავთ. 14 შეხვედრაში მან 7 გოლის გატანა მოახერხა. ფლორენციელთა რიგებში კი ჯამში 100 მატჩი ჩაატარა, 46 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორი იყო ქართული მედიის არჩევანი ოქროს ბურთის გამოკითხვაში
როგორი იყო ქართული მედიის არჩევანი ოქროს ბურთის გამოკითხვაში