ვარანი:
Aa
Aa

ვარანი: "რეალის ქომაგები ლიგის მოგებას აღარ აღნიშნავდნენ, რაღაც ახალი მინდოდა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგმა მცველმა რაფაელ ვარანმა მადრიდის „რეალში“ გატარებული წლები გაიხსენა და გუნდიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგის მოგებას ქომაგები აღარ გვილოცავდნენ. ისინი ურბალოდ ამბობდნენ: „ძალიან კარგი, მაგრამ ახლა უკვე ჩვენ შემდეგისთვის ვიბრძოლებთ“. ეს ტურნირი არა ერთხელ, არამედ ოთხჯერ მოვიგეთ, მაგრამ გულშემატკივრები ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ.

ხანდახან ვფიქრობ, რომ უნდა ისიამოვნო იმით, რაც გაქვს, რადგან რაც გაქვს უკვე ძალიან კარგია. გამარჯვებებს ყოველთვის ერთად არ აღვნიშნავდით, რადგან, მაგალითად, ბოლო ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ხანდახან მინდოდა სპეციალური ღილაკის დაჭერა, რომ გავჩერებულიყავი და წარმატება აღმენიშნა.

ამიტომ, რეალი განსაკუთრებული კლუბია, საქმე ამ მენტალიტეტშია. ეს განსაკუთრებული მიდგომაა. ამიტომ მომინდა გარემოს შეცვლა. არა იმიტომ, რომ არ მომწონს ეს მენტალიტეტი, არა იმიტომ, რომ ცუდი მგონია. პირიქით, ეს ძალიან კარგი მენტალიტეტია, მაგრამ მე მინდოდა რაღაც განსხვავებული“,

- განუცხადა ვარანმა The Telegraph-ს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გია გეგუჩაძემ კუთვნილი ოქროს მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა
გია გეგუჩაძემ კუთვნილი ოქროს მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა