წლის გოლეადორი - რობერტ ლევანდოვსკი გამარჯვებულია
Aa
Aa

წლის გოლეადორი - რობერტ ლევანდოვსკი გამარჯვებულია

პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. FIFA ყოველ წელს ხსენებულ ღონისძიებას ატარებს, თუმცა გასული წელი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა. იქამდე, სანამ მამაკაც ფეხბურთელს დააჯილდოებენ წლის გოლეადორის ნომინაციის ჯერია.

2021 წლის საუკეთესო გოლეადორი პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი აქვს. „ბაიერნის“ შემტევი ოქროს ბურთის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატადაც მოიაზრება, თუმცა გულშემატკივრების ნაწილი თვლის, რომ ამ პრესტიჟულ ჯილდოს ლეო მესი მოიგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები