ხვიჩას საგოლე პასი, მცირე ტრავმა და რუბინის მარცხი
Aa
Aa

ხვიჩას საგოლე პასი, მცირე ტრავმა და რუბინის მარცხი

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში ყაზანის „რუბინმა“ მოსკოვის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მოედანზე აქტიური იყო და საგოლე გადაცემასთან ერთად რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა.

30-ე წუთზე, როცა ყაზანელები 0:1-ს აგებდნენ, კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე ერთი მეტოქე ჩამოიშორა და საჯარიმოში სოლტმურად ბაკაევს ჩაუწოდა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა.

ლეონიდ სლუცკის გუნდი ანგარიშში დაწინაურდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ სტუმრებმა შეხვედრის შემობრუნება მაინც მოახერხეს. "დინამომ" გამარჯვების გოლის გატანა 85-ე წუთზე შეძლო და "ზენიტთან" ერთად საჩემპიონო რბოლას განაგრძობს.

ხვიჩამ კი 73-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, ფეხში ტკივილი იგრძნო და სლუცკის შეცვლა სთხოვა. როგორც ჩანს, ქართველ ლეგიონერს სერიოზული არაფერი სჭირს, რადგან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე რუსმა სპეციალისტმა ტრავმირებულ მოთამაშეებზე საუბრისას ხვიჩას შესახებ არაფერი თქვა.

16 ტურის შემდეგ „რუბინი“ სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს და ევროზონას 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის 3 საგოლე პასი, რამოსის დაბრუნება და ნეიმარის ტრავმა
მესის 3 საგოლე პასი, რამოსის დაბრუნება და ნეიმარის ტრავმა