Aa
Aa

"ჯგუფიდან გასვლას ვაპირებთ" - ჩავი ბენფიკასთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ბარსელონას“ მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის. კატალონიელები „ბენფიკას“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსს ბევრად გაიუმჯობესებენ. შეხვედრის წინ, „ბლაუგრანას“ ახალმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ჩავი:

„გამარჯვებას გონებაში ვიზუალურად წარმოვიდგენ. რატომ უნდა ვფიქრობდე სხვანაირად? ამისთვის კარგად მოვემზადე და ჯგუფიდან გასვლას ვაპირებთ. პოზიტიურად ვარ განწყობილი და ვთვლი ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, გამარჯვება გუნდური თამაშით მსურს. მნიშვნელოვანია, რომ 3 ქულა ავიღოთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ მოვახერხებთ ამას.“

რას იტყვით წაგების შემთხვევაში?

„ამ კითხვაზე პასუხს მაშინ გაგცემთ, თუ ეს მოხდება. ძალიან უარყოფით და არასასიამოვნო კითხვას მისვამთ. თუ წავაგებთ ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ.“

გოლების ნაკლებობა

„გოლები მხოლოდ თავდამსხმელებმა არ უნდა გაიტანონ. ამაში მონაწილეობა ყველა ფეხბურთელმა უნდა მიიღოს. „ესპანიოლთან“ ბევრი მომენტი გვქონდა. ვინერვიულებდი იმ შემთხვევაში, თუ შანსები არ გვექნებოდა.“

მეტი ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი

„ჩვენ ასეთი ტიპის ნახევარმცველები გვყავს. ფრენკი დე იონგი ფიზიკურად ძლიერია. კარგად დააკვირდით ნიკოს, ის არის ფეხბურთელი, რომელიც უამრავ ორთაბრძოლას იგებს. ორთაბრძოლების მოგებისთვის არ არის აუცილებელი, რომ ფეხბურთელი 85 კილო იყოს. რამდენს ბურთს იპარავს პედრი, რამდენ ბურთს იპარავდა ინიესტა..

ბენფიკა:

„საოცარი გუნდია. ჟორჟე ჟესუსი კი ბრწყინვალე მწვრთნელი. მას ჰყავს უმაღლესი დონის ფეხბურთელები. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან კარგ გუნდზე, მაგრამ ვგეგმავთ, რომ გავიმარჯვოთ. კარგად გვესმის, რომ მატჩის მიმდინარეობისას იქნება ეპიზოდები, რომლებშიც გაგვიჭირდება და ბევრს ვიწვალებთ.“

სატურნირო მდგომარეობა

4 ტურის შემდეგ „ბარსელონას“ 6 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. კატალონიელებმა ორივე თამაში კიევის „დინამოს“ მოუგეს, ხოლო „ბაიერნთან“ და „ბენფიკასთან“ დამარცხდნენ. თავისმხრივ, ლისაბონურ კლუბს 4 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. პირველ ადგილს 12 ქულით „ბაიერნი“ იკავებს. შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ბენფიკას“ დაპირისპირება 23 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

"ბენფიკა" 3:0 "ბარსელონა" (წინა მატჩი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები