დასანანი მარცხი - მაყაშვილმა ბატისტასთან წააგო
Aa
Aa

დასანანი მარცხი - მაყაშვილმა ბატისტასთან წააგო

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ACA 132 გაიმართა, რომელზეც ერთბაშად 4 ქართველი წარდგა. წიპტაურის, გავაშელიშვილისა და თუთარაულის შემდეგ, ოქტაგონზე ლევან მაყაშვილი ვიხილეთ, რომელიც ჰერდესონ ბატისტას დაუპირისპირდა. ბრაზილიელ მებრძოლს კარიერაში 16 მოგება და 5 წაგება ჰქონდა და მაყაშვილთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

ჩხუბი თანაბრად დაიწყო და საწყისი ორი მსაჯებს შეეძლოთ, საწყისი ორი რაუნდი ნებისმიერი მებრძოლისთვის მიეცათ. მე-3 რაუნდში მაყაშვილი გამოკვეთილ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მოგება ბატისტას დარჩა.

შეგხსენებთ, რომ მაყაშვილი კარიერაში მეხუთედ დამარცხდა. მის მეტოქეს რაც შეეხება, ბატისტამ, რომელიც რაულ თუთარაულის დღევანდელი მეტოქის ძმა გახლავთ, მე-17 გამარჯვება მოიპოვა.

ცნობისთვის, თუთარაულმა და წიპტაურმა თავიანთი შეხვედრები მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგეს, გავაშელიშვილი კი მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები