ტესტ-მატჩები: 2022 წლის ნოემბერში იტალია საქართველოს ესტუმრება
Aa
Aa

ტესტ-მატჩები: 2022 წლის ნოემბერში იტალია საქართველოს ესტუმრება

იტალიის რაგბის ნაკრები 2021 წლის ბოლო მატჩს ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს. იტალიის რაგბის კავშირმა კი 2022 წლის კალენდარი გამოაქვეყნა. ყველასთვის ცნობილია, რომ „აძურა“ 6 ერის ეგიდით გამართავს მატჩებს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ იტალიელები ნოემბერში ტესტ-მატჩებს გამართავენ.

onrugby.it-ის ინფორმაციით, იტალია ტესტ-მატჩებში საქართველოს და რუმინეთს ეწვევა. ამის შემდეგ კი ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება ხსენებული მატჩები.

საქართველო VS იტალია

შეგახსენებთ, რომ ეს ორი ნაკრები ისტორიაში ერთმანეთს ორჯერ შეხვდა და ჩვენდა სამწუხაროდ გამარჯვება ორივეჯერ იტალიას დარჩა. ეს ყველაფერი პირველად 2003 წელს მოხდა და იტალიამ 31:22 მოიგო. მეორე კი 3 წლის წინ, 2018 წელს. „ბორჯღალოსნები“ ამჯერად 17:28 დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები