უზბეკეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების კარს ლაზარე კუპატაძე დაიცავს
Aa
Aa

უზბეკეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების კარს ლაზარე კუპატაძე დაიცავს

ხვალ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ამით კალენდარულ წელს დაასრულებს.

 ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 18:00 საათიდან დაიწყება. მატჩის მასპინძელი გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი იქნება.

მომავალი მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო ცვლილებებსაც, რომელიც შესაძლოა, ხვალ ვიხილოთ. კითხვა უშუალოდ ლუკა გუგეშაშვილის ირგვლივ დაისვა, რომელიც გორის დილაში თამაშობს და თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი მისთვის უცხო არ არის.

ფრანგი სპეციალისტის განმარტებით, აღნიშნულ შეხვედრაში დებიუტანტს (გუგეშაშვილს) ვერ ვიხილავთ, ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს არა გიორგი ლორია, არამედ ლაზარე კუპატაძე დაიცავს.

15 ნოემბერს საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია tkt.ge-ზე მიმდინარეობს. ბილეთის ფასი 5 ლარია (ბილეთების ყიდვა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორია საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა
როგორია საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა