გრან სლემი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

გრან სლემი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

5-7 ნოემბერს ბაქო ძიუდოს გრან სლემს უმასპინძლებს. აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩვენი დელეგაცია 10 ძიუდოისტით არის წარმოდგენილი.

დღეს კი გაიმართა კენჭისყრა,სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი მერვედფინალში უკრაინელ კირილ სამოტუგს დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში ქართველი ძიუდოისტი რუს დამირ მერემოვისა და აზერბაიჯანელი ბალაბაი არაევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

66 კილოში ვაჟა მარგველაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს და მეტოქე მერვედფინალში დაელოდება. ვაჟას მეტოქე იაპონელი იუჯი აიდა ან აზერბაიჯნალელი იბრაჰიმ ალიევი იქნება. ამავე წონაში ბაგრატ ნინიაშვილი მერვედფინალში აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაჰიმოვს შეხვდება.

73 კილოში ჯუმბერ მელაძე პირველივე წრეში ჩაერთვება,სადაც ბრაზილიელ გუსტავო სიკერას შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში მელაძე რუს მუხმადბეკ მახმადბეკოვს დაუპირისპირდება.

81 კილოში გიგა გიგაური პირველ წრეში აზებაიჯანელ ჰასილ ჯაფაროვს შეერკინება, ხოლო თორნიკე ფოლადაშვილი თავის ძალებს უზბეკ სუხრობ ტურუნოვთან მოსინჯავს.

90 კილოში ლუკა მაისურაძეც და ბექა ღვინიაშვილიც ასპარეზობას მერვედფინალიდან დაიწყებენ. მაისურაძე ტაჯიკ ძახონგირ მაჯიდოვსა და კანადელ ალექსანდრ არენჩიბიას შორის გამარჯვებულს შეხვდება,ხოლო ღვინიაშვილი მეტოქის ვინაობა ბრაზილიელ იგორ მორიშიგუსა და რუს ალიხან ჩეჩოევის ბრძოლა გამოავლენს.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ონისე სანებლიძე აზერბაიჯანელ კანან აბდულახანლის შეხვდება,ხოლო მიხეილ ჯაფარიძე ბრაზილიელ ვილიამ ჯუნიორს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია,რომ მწვრთნელების გადაწყვეტილებით ბაქოში გასამართ გრან სლემზე +100 კილოში ძიუდოისტი არ გვეყოლება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები