მსოფლიო ჩემპიონატი - 2 ოქრო, ბრინჯაო და გუნდური მე-3 ადგილი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - 2 ოქრო, ბრინჯაო და გუნდური მე-3 ადგილი

ბელგრადში დასრულებულ 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

ჩვენი დელეგაციის ანგარიშზე სამი მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ლერი აბულაძე და აივენგო რიკაძე გახდნენ,ხოლო ბრინჯაოს მედალი ფრიდონ აბულაძემ დაისაკუთრა.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში აბულაძემ ფინალურ შეხვედრაში თურქი აჰმეტ უიარი ანგარიშით 3:1 დაამარცხა, ხოლო 82 კილოში ოქროს მედლის დაპირისპირებაში რიკაძემ შვეიცარიელ რამონ რაინერ ბეტცარტს 5:1 აჯობა. 60-ში კი ბრინჯაოს მედლის ბრძოლაში ფრიდონ აბულაძემ უზბეკ მუხამადკოდირ იუსუპოვს მოუგო.

ხვალიდან 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. საქართველოს სახელით კი იასპარეზებენ :

რამაზ თურმანიძე (57 კგ.), თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ.), ივერიკო ჯულაყიძე (65 კგ.), გიორგი ელბაქიძე (70 კგ.), თემურ ბერუაშვილი (74 კგ.), გოგა მამიაური (79 კგ.), დემურ მეგენეიშვილი (86 კგ.), ლუკა ხუჭუა (92 კგ.), ზურიკო ურთაშვილი (97 კგ.), სოლომონ მანაშვილი (130 კგ.)

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები