1000 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მადრიდის რეალმა ახალი ისტორია დაწერა
Aa
Aa

1000 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მადრიდის რეალმა ახალი ისტორია დაწერა

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მადრიდის „რეალი“ დონეცკის „შახტარს“ მასპინძლობს. მე-14 წუთზე კარიმ ბენზემამ „სამეფო კლუბი“ დააწინაურა და ეს გოლი მადრიდული გრანდისთვის ისტორიული აღმოჩნდა.

ფრანგი თავდამსხმელის გოლი უკრაინული გუნდის კარში მადრიდის „რეალისთვის“ ჩემპიონთა თასის და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში რიგით მე-1000 იყო. „ბლანკოსი“ გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია. სხვა არცერთ გუნდს მსგავსი მიღწევა არასდროს ჰქონია.

ბენზემას გოლი „შახტარის“ კარში

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები