ხვიჩა კვარაცხელია, დონ ჰატჩისონი
Aa
Aa

„დაუჯერებლად თამაშობს“ - ყოფილმა „სქაუზერმა“ ლივერპულს ხვიჩას შეძენა ურჩია

„ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, დონ ჰატჩისონმა მერსისაიდულ Walk on-თან ინტერვიუს დროს „ლივერპულის“ ხელმძღვანელებს ზაფხულში სერია A-დან რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა ურჩია, ერთ-ერთი მათგანი კი „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაა.

რას ამბობს ჰატჩისონი:

„ვფიქრობ, „ლივერპულისთვის“ ჯერ კიდევ გაუგებარია დარვინ ნუნიესის როლი. ხედავენ თუ არა მას შეტევის ცენტრში, თუ უნდათ, რომ მარცხენა ფლანგზე გამოიყენონ, სადაც არც თუ ისე ეფექტურია.

იმ თანხის გათვალისწინებით, რომელსაც კლუბი ზაფხულში გამოყოფს, შეუძლიათ ისეთი ფეხბურთელები მოიყვანონ, რომლებიც „ლივერპულის“ თამაშს გააუმჯობესებენ.

მათ იტალიისკენ უნდა გაიხედონ. რაფაელ ლეაუ „მილანში“ დაუჯერებლად თამაშობს, იგივე შემიძლია ვთქვა „ნაპოლის“ კვარაცხელიაზე. ასევე, ვიქტორ ოსიმენი, მისი თამაში ყოველთვის მიყვარდა. იტალიაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც „ლივერპულის“ გაძლიერება შეუძლიათ. მაგრამ მათი ყიდვა ბევრ ფულთანაც ასოცირდება. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა თანხას გამოყოფენ „ლივერპულში“ და როგორ უყურებენ ისინი ასეთი სტილის მოთამაშეებს.

ცნობისთვის, შოტლანდიელი დონ ჰატჩისონი „ლივერპულში“ 1991-1994 წლებში თამაშობდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. ვეტერანი ფეხბურთელი შოტლანდიის ნაკრების ღირსებასაც იცავდა. ჰატჩისონმა სკოტების მაისურით 1999-2003 წლებში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 6 გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი თანამდებობას დატოვებს, მის შემცვლელად კი „ფეიენოორდის“ დამრიგებელი, არნე სლოტი მოიაზრება. ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდული კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა | რა უთხრა დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს
მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა | რა უთხრა დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს