გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

„მამარდაშვილის წითელი სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდა“ - ბარახა ბარსასთან მარცხზე

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ „ბარსელონასთან“ 4:2 მარცხის შემდეგ განვლილი მატჩი შეაფასა და გიორგი მამარდაშვილის წითელ ბარათზეც ისაუბრა.

რა თქვა ბარახამ:

მგონია, რომ შედეგი უსამართლოა. ფეხბურთელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს, ყველაფერი გაიღეს, მით უმეტეს გაძევების შემდეგ... სამწუხაროა, რომ მთელი ეს ძალისხმევა ერთი შეცდომის გამო უსარგებლო აღმოჩნდა, მაგრამ ჩემი მოთამაშეებით ძალიან ამაყი ვარ.

პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. მიზანს მივყვებოდით, მაგრამ გაძევება გადამწყვეტი აღმოჩნდა. მეორე ტაიმში გოლი მაშინვე გავუშვით, მაგრამ მალევე წინ გასვლა შეგვეძლო. „ბარსას“ მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს. მათ კუთხურიდან „რეალს“, პსჟ-ს და კიდევ სხვა გუნდებს გაუტანეს.

ვფიქრობ, რომ მათი მეორე გოლი ოფსაიდიდან გავიდა, არ ვიცი კარგად როგორ შევაფასო. მოქმედება სწრაფი იყო და ყველაფერი მსაჯის გადასაწყვეტი გახდა. რაღაც ილაპარაკეს და გოლი ჩათვალეს. „ბარსას“ ფეხბურთელს ბურთზე შეხების სურვილი ჰქონდა და ეს ჟესტითაც გამოავლინა. არ ვიცი, სხვა დროს მსგავს თამაშებში ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ არა, მაგრამ ეს ნამდვილად თამაშგარე იყო.

მამარდაშვილის გაძევება? ამან მატჩის ბედის უდიდესი ნაწილი გადაწყვიტა. ეს ბოლო იმედის ჯარიმა იყო, რამაც 10 კაცით დაგვტოვა. ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რამაც თამაში საკმაოდ გაგვირთულა.

33 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 47 ქულით მე-8 პოზიციაზე დაქვეითდა. რუბენ ბარახას გუნდს მომდევნო შეხვედრა 5 მაისს, საკუთარ მოედანზე „ალავესის“ წინააღმდეგ ელის, თუმცა მამარდაშვილი ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ბარსელონა 4:2 ვალენსია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას შეცდომა და წითელი - ვალენსია ბარსელონასთან დამარცხდა
მამარდას შეცდომა და წითელი - ვალენსია ბარსელონასთან დამარცხდა