გიორგი შონია, თემურ ორჯონიკიძე, დათა ჩხაიძე
Aa
Aa

მოჭიდავეების სამი ოქრო პრესტიჟული ტურნირიდან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდე ნაკრებმა ბულგარეთში გამართული პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის მემორიალზე გამოსვლა შვიდი სხვადასხვა სინჯის მედლით დაასრულა. შეჯიბრება რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჩვენი ქვეყნის გარდა, ჭიდაობის წამყვანი და ძლიერი ქვეყნის გუნდები იყვნენ ჩასული.

საუკეთესო შედეგი ქართველებმა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში აჩვენეს, სადაც ჩემპიონი გიორგი შონია გახდა. დავით ფაცინაშვილმა, ლუკა ჩხიტუნიძემ და სოლომონ მანაშვილმა შესაბამისად 70, 74 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ომარ გაზაშვილი (61 კგ), ოთარ ადეიშვილი (79 კგ) და გიორგი რომელაშვილი (97 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ეს შეჯიბრება ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ბოლო ეტაპად განიხილებოდა, რომელსაც 20-დან 26 მაისის ჩათვლით აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.

ამავე ტურნირზე იმყოფებოდა ანალოგიურ ასაკობრივ კატეგორიაში  საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, თუმცა თუ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ათი სპორტსმენით იყვნენ წარმოდგენილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები მხოლოდ ოთხით. ოთხიდან ორი, თემურ ორჯონიკიძე, დათა ჩხაიძე ჩემპიონი, საბა ჩილაშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6 მედალი ნიუ-იორკის ტურნირზე - ქართველი მოჭიდავეების წარმატება
6 მედალი ნიუ-იორკის ტურნირზე - ქართველი მოჭიდავეების წარმატება