სანდრო ყურაშვილი
Aa
Aa

6 მედალი ნიუ-იორკის ტურნირზე - ქართველი მოჭიდავეების წარმატება

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ექვსი სხვადასხვა სინჯის მედლით დაასრულა. საუკეთესო შედეგი სანდრო ყურაშვილმა აჩვენა, რომელიც 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ჩემპიონი გახდა.

გამარჯვებასთან ახლოს იყო მათე ცინაძე (54 კგ), თუმცა სამწუხაროდ ის ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. თენგო ბარბაქაძე (65 კგ), ნოდარ თევზაძე (75 კგ), ლევან გოგიაშვილი (80 კგ) და ვაჩე აბრამიშვილი (92 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. მოჭიდავეები პრესტიჟულ შეჯიბრებაში მწვრთნელების, ვანო ყვარელაშვილისა და მალხაზ ჯორბენაძის ხელმძღვანელობით ასპარეზობდნენ.

ნიუ-იორკში ჩატარებულ ტურნირში ათი ქვეყნის მოჭიდავეთა ნაკრები მონაწილეობდა, ყველაზე მასშტაბურად, 300-კაციანი განაცხადით კი მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი იყო წარმოდგენილი. შეჯიბრების დაწყებამდე ქართველმა მოჭიდავეებმა ოკლაჰომაში ბროუქენ ეროუს კლუბის სპორტსმენებთან ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გაიარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ექვსი ბრინჯაო ანტალიის პრესტიჟულ ტურნირზე
ექვსი ბრინჯაო ანტალიის პრესტიჟულ ტურნირზე