აივენგო რიკაძე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონია!
ბელგრადში ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობდა. საქართველოს სახელით 82 კგ კატეგორიაში აივენგო რიკაძე იღებდა მონაწილეობას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ქართველმა ფალავანმა ფინალში შვეიცარიელი რამონ რაინერ ბეტშტარტი 5:1 დამაჯერებლად დაამარცხა და ოქროს მედალს სრულიად დამსახურებულად დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ აივენგო რიკაძე ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ ჩაერთო და ფინალამდე 3 მეტოქე დაამარცხა. აივენგომ ესტონელ რანეტ კალიოლას, ფინელ ოტო ემელის და რუს შამილ ოჟაევს აჯობა.
გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი