გნაბრი:
Aa
Aa

გნაბრი: "დემბელე მბაპეზე უკეთესი ფეხბურთელია"

სერჟ გნაბრი თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ბაიერნის“ შემტევს სხვადასხვა დროს ოსმან დემბელეს და კილიან მბაპეს წინააღმდეგ უთამაშია.

გერმანულ ერთ-ერთ ტელევიზიასთან საუბრისას სერჟმა ფრანგი ფეხბურთელები შეადარა და განაცხადა, რომ დემბელე ბევრად უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე კილიანი. ცნობისთვის, ხსენებულ გადაცემაში ტომას მიულერი და იოზუა კიმიხიც იმყოფებოდნენ.

გნაბრი:

„დემბელე მბაპეზე ბევრად უკეთესი ფეხბურთელია.“

მიულერი:

„რას ნიშნავს უკეთესი? დემბელესნაირი დრიბლინგი, რომ მქონდეს, მეც უკეთესი ვიქნებოდი?

საბოლოო სიტყვა კიმიხმა თქვა:

„თუ მე მთხოვენ არჩევანის გაკეთებას დემბელეს. გნაბრისა და კომანს შორის, აუცილებლად გნაბრის ან კომანს ავირჩვ. უსმანზე დისკუსია უკვე მაღიზიანებს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები