კროოსის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
Aa
Aa

კროოსის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, „პრიმერადივიზიონის“ უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ბარძაყის ტრავმა მიიღო. დღეს დილით, გერმანელმა ფეხბურთელმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და როგორც ცნობილი გახდა, კროოსი ოთხშაბათს ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, საკუთარი გუნდის დახმარებას შეძლებს.

„მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. საბედნიეროდ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. მოდით ყველამ ერთად კონცენტრაცია ოთხშაბათს გასამართ შეხვბედრაზე მოვახდინოთ“ - დაწერა ტონი კროოსმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ რომ, მადრიდის „რეალსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ შორის, „ჩემპიონთა ლიგის“ განმეორებითი ნახევარფინალური ეტაპის მატჩი ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები