Aa Aa
23 ოქტომბერი 2021  |  11:00

ბრაზილია და არგენტინა ერთა ლიგაზე? უეფას საინტერესო იდეა

ბოლო დროს ფიფა აქტიურად განიხილავს მსოფლიო ჩემპიონატის 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებას, რაც ბევრისთვის მიუღებელია. ამ იდეას მხარს ფეხბურთელებთან ერთად ფედერაციები და თავად უეფაც არ უჭერს.

დღეს იტალიურმა გაძეტა დელო სპორტმა დაწერა, რომ უეფა სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან კონმებოლთან ერთად მსფლიოს ერთა ლიგის იდეის განხილვას გეგმავს.

ეს ყველაფერი ფიფას საწინააღმდეგოდ კეთდება, რათა მუნდიალის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეა რეალობად არასდროს იქცეს.

უეფა გეგმავს, რომ ერთა ლიგაზე თავდაპირველად ბრაზილია და არგენტინა მიიწვიოს.

წყაროს ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გეგმა ერთად ლიგაზე ქვეყნების მთელი მსოფლიოდან მიწვევა გახლავთ, თუმცა თავდაპირველად მათი სამიზნე სამხრეთ ამერიკა, უფრო კონკრეტულად კი ბრაზილია და არგენტინა იქნება.

ფინალურ ეტაპზე 8 გუნდის გასვლა იგეგმება - 4 ევროპიდან და 4 სამხრეთ ამერიკიდან.

20 დეკემბერს, ფიფა სამიტის ჩატარებას გეგმავს, სადაც მუნდიალის 2 წელიწადში ერთხელ გამართვის იდეას კენჭს უყრიან. უეფა და კონმებოლი კი ნოემბრის დასაწყისში ლონდონში შეხვედრას მოაწყობენ. იგეგმება, რომ მსოფლიოს ერთა ლიგის იდეა ოფიციალურად სწორედ ამ შეხვედრაზე გაჟღერდება.

ჩეფერინი ფიფას წინააღმდეგ

Associated Press-ის ცნობით, უეფასთან ერთად ფინეთის, იტალიის, გერმანიის, პორტუგალიის, რუმინეთის, შოტლანდიის, ესპანეთისა და შვეიცარიის ფედერაციების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ ისინი მუნდიალის 4 წელიწადში ერთხელ ჩატარებას ემხრობიან.

„მე სერიოზულად გეკითხებით თქვენ და ფიფას, რომ არ მოითხოვოთ ამ თემაზე კენჭისყრა, საფეხბურთო შედეგები შეიძლება იყოს საშინელი. არა მგონია გონივრული იდეა იყოს ასეთი კენჭისყრის ორგანიზება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქნება სერიოზული შედეგები, არამედ იმიტომ, რომ დაინტერესებულ მხარეებს, როგორიცაა კლუბები და ეროვნული ლიგები, არ აქვთ ხმის უფლება. ეს იდეა მათ ზიანს აყენებს“,

- ამბობს უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage