კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ WAKO-ის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო
Aa
Aa

კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ WAKO-ის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

იტალია საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაციის, WAKO-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა, სადაც ქართველმა ლუკა შონიამ საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა.

WAKO-ის მსოფლიო პირველობაზე შონიამ 67-კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.

ქართველმა კიკბოქსიორმა მეოთხედფინალში ნორვეგიის წარმომადგენელი დაამარცხა, შემდეგ კი ნახევარფინალში, რუს სპორტსმენს დაუპირისპირდა, სადაც ტექნიკის დემონსტრირება და გამორჩეული ბრძოლა შემოგვთავაზა, ფინალურ ბლოკში კი ყაზახი სპორტსმენის წინააღმდეგ გამართა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაცია – WAKO აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ, ხოლო აღნიშნული გამარჯვება ლუკა შონიასთვის პირველი წარმატება არ არის. სპორსტმენმა  ტურნირი 2019 წელს, 19 წლის ასაკშიც მოიგო, მაშინ მასპინძელი თურქეთის ქალაქი ანტალია იყო.

აღსანიშნავია, რომ WAKO-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა შონიას მხარდამჭერი კომპანია Crystalbet-ი გახლდათ.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

ცხელი ამბები