ხვალინდელი მილანური დერბი TV აუდიტორიის რეკორდს დაამყარებს?
Aa
Aa

ხვალინდელი მილანური დერბი TV აუდიტორიის რეკორდს დაამყარებს?

როგორც ვარაუდობენ, მსოფლიოს მასშტაბით ხვალინდელ "დელა მადონინას", თვალს სულ მინიმუმ 862 მილიონი ადამიანი მიადევნებს.

შეხვედრისადმი ინტერესი განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებში გაიზარდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თამაში ადრე დაიწყება და ეს აზიელთათვის ხელსაყრელი დროა და მეორე - "მილანს" ჩინური კომპანია უკვე ოფიციალურად უდგას სათავეში, ეს კი, ბუნებრივია, მოსახლეობის მხრივ მსოფლიოს უდიდეს ქვეყანაში ინტერესს აღვივებს.

ისედაც რამდენიმე თვის წინ თავად ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ აზიაში და კონკრეტულად ჩინეთში, "მილანს" პროცენტულად ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. 

ასევე საინტერესოა, რომ შეხვედრიდან შემოსულმა თანხამ 4 მილიონ ევროს მიაღწია, რაც ოდნავ აღემატება წლევანდელ სეზონში "ინტერი"-"იუვეს" მატჩიდან მიღებულ შემოსავალს, რომელიც 3.9 მილიონი ევრო იყო. 

თუკი ისე მოხდა, რომ ხვალინდელ მატჩს მართლაც 850-ზე მეტმა მილიონმა ადამიანმა უყურა, ეს თამაში იტალიის მასშტაბით ყველაზე ყურებადი შეხვედრა გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები