ფუტსალი | ევროპის ჩემპიონატის წილისყრამ საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოარკვია
Aa
Aa

ფუტსალი | ევროპის ჩემპიონატის წილისყრამ საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოარკვია

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილით დაასრულა და არსებობის ისტორიაში პირველად კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მატჩებს ამსტერდამის ზიგო დომეს და გრონინგენის მარტინიპლაზას დარბაზებში გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს კონტინენტის 16 უძლიერესი ნაკრები დაუპირისპირდება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დღეს გაიმართა და ჩვენი ნაკრების მეტოქეები გამოარკვია.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები D ქვეჯგუფში ითამაშებს:

საქართველო, ესპანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

22 იანვარი | გრონინგენი
საქართველო - აზერბაიჯანი

26 იანვარი | გრონინგენი
ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო

29 იანვარი | გრონინგენი
საქართველო - ესპანეთი

მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფებში საუკეთესო შედეგის მქონდე ორ-ორი გუნდი მოიპოვებს. აღნიშნულ ეტაპზე თამაშის უფლებას ჯამში რვა ნაკრები მიიღებს.

ფუტსალში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ნიდერლანდები უმასპინძლებს. 

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები