გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ კლევერლი
Aa
Aa

ჩაკვეტაძის მწვრთნელი მომდევნო სეზონშიც კლევერლი იქნება

ტომ კლევერლიმ, რომელიც აქამდე „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ეს პოსტი ოფიციალურად ჩაიბარა და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 34 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გიორგი ჩაკვეტაძემ და მისმა თანაგუნდელებმა ჩემპიონშიპში ჩატარებული 7 მატჩიდან, მხოლოდ ერთი მოიგეს, თუმცა ამასთან მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ და ხუთი ფრე ითამაშეს. ისიც აღსანიშნავია, რომ შვიდიდან ხუთ შემთხვევაში მათი მეტოქე ჩემპიონატის საუკეთესო შვიდეულის წარმომადგენელი იყო. ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მისი მწვრთნელობის პერიოდში „უოტფორდმა“ დაცვაში თამაში გამოსწორა, ოთხ მატჩში საკუთარი კარი მშრალად შეინახა და ბოლო შვიდ ტურში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.

კლევერლიმ საფეხბურთო კარიერა გასულ ზაფხულს ქრონიკული ტრავმის გამო დაასრულა და ივლისში „უოტფორდის“ 18-წლამდე გუნდს ჩაუდგა სათავეში, რომელიც ჩემპიონატში მეორე ადგილზე გაიყვანა, თასის გათამაშებაში კი ნახევარფინალში. ინგლისის ჩემპიონშიპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, 44 მატჩში დაგროვებული 53 ქულით „უოტფორდი“ მე-15 ადგილზეა და ქვედა ლიგაში დაქვეითების საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძესა და მის თანაგუნდელებს 27 აპრილს „სანდერლენდთან“ საშინაო და 4 მაისს „მიდლსბროსთან“ საგარეო თამაშები აქვთ დარჩენილი. 24 წლის ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე კი 1 გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის საკვანძო პასები - უოტფორდის მარცხი და მსაჯის საკამათო გადაწყვეტილება
ჩაკვეტაძის საკვანძო პასები - უოტფორდის მარცხი და მსაჯის საკამათო გადაწყვეტილება