ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

Corriere dello Sport: ჯუღელსა და დე ლაურენტისს შორის შეხვედრა შედგა

იტალიური Corriere dello Sport-ი წერს, რომ მამუკა ჯუღელსა და აურელიო დე ლაურენტისს შორის როგორც იქნა შეხვედრა შედგა. მხარეებმა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის თაობაზე რომში ისაუბრეს.

„ჯუღელი და დე ლაურენტისი ერთმანეთს შეხვდნენ. მათ კვლავ დაიწყეს კონტრაქტზე საუბარი. ხვიჩას კონტრაქტს ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. ქართველი ფეხბურთელის მხარე ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. მაგრამ ახალი ცნობები ადასტურებს, რომ მხარეები ამ საკითხზე მუშაობენ.

გარდა ანაზღაურების ზრდისა, განიხილება კონტრაქტში ოსიმენის მსგავსად პუნქტის ჩასმა, რომელიც გამოსასყიდი ღირებულების მითითებას ეხება.

ჯუღელი დე ლაურენტისს მაისის ბოლომდე კვლავ შეხვდება. მიზანი არის ევროპის ჩემპიონატამდე შეთანხმება მიღწეულ იქნას“.

- წერს Corriere dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მხარე სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წლიური ანაზღაურების გაზრდას 5 და 6 მილიონ ევრომდე ითხოვს. დე ლაურენტისი კი 4.5 მილიონზეა თანახმა. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, კვარას შეძენის სურვილი „ბარსელონას“, „ჩელსისა“ და პსჟ-ს აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს ლამაზი გოლი და კარგი მატჩი | ბორდომ აიაჩოს 4:0 მოუგო
ზურიკოს ლამაზი გოლი და კარგი მატჩი | ბორდომ აიაჩოს 4:0 მოუგო